პროფესიული სტაჟირება გერმანიაში

31 იანვარი 2017

საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის(IRZ) პროექტის ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ 2017 წლის სექტემბერში,  გერმანიაში, ბიზნეს სამართლის მიმართულებით, ერთთვიანი პროფესიული სტაჟირება გაიარონ.

 სტაჟირების პარალელურად,  შერჩეული აპლიკანტი გაივლის ათდღიან სემინარს ბიზნეს სამართალში.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბიზნეს სამართალში მოღვაწე, გერმანული ენის მცოდნე ადვოკატს, რომელსაც არ შესრულებია 35 წელი. კონკურსის შედეგად შერჩეული იქნება მხოლოდ ერთი ადვოკატი.

პროგრამა სრულად დაფინანსებულია.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა არის 2017 წლის 25თებერვალი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე pr@gba.ge

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი